2 წლის შემდეგ გენუა გახდება პირველი იტალიური ქალაქი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველასთვის უფასო იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი უფასო ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბრიდან გახდა. რეფორმის შემდეგ მოსახლეობის 30%-მა კერძო ავტომობილის გამოყენებაზე უარი თქვა. სწორედ ამიტომ, მერიამ გადაწყვიტა ადგილობრივები თუ ქალაქის სტუმრები მგზავრობის გადასახადისგან სრულად გაათავისუფლოს.
სიახლის მთავარი მიზანი ჰაერში მავნე გამონაბოლქვის შემცირება და შესაბამისად, გლობალური დათბობისთვის ხელის შეშლაა.
შეგახსენებთ, რომ 2050 წლისთვის ევროპაში გამონაბოლქვი იმდენად უნდა შემცირდეს, რომ გარემოს ზიანი აღარ მიაყენოს ეს მიზანი ევროკავშირმა ცოტა ხნის წინ დაისახა.