LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways-მა ახალი ბორტი დაარეგისტრირა

69

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Georgian Airways-ის საჰაერო ხომალდი Embraer ERJ 190-200LR დაარეგისტრირა.

თვითმფრინავი სარეგისტრაციო (საბორტო) ნომრით 4L-MGT, 2006 წელს არის გამოშვებული. საშუალო ფიუზელაჟის საჰაერო ხომალდი მოკლე და საშუალო დისტანციაზე ოპერირებს.

საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების პროცესით გათვალსწინებული აუდიტების წარმატებით გავლის და საჰაერო ხომალდის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებმა ახალი ბორტი და მისი ეკიპაჟის წევრები უკვე ბაქანზე, პირველი რეისის განხორციელების შემდეგ კომპლექსურად შეამოწმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები