ქართულმა ავიაკომპანია “Georgian Airways”-მა ბათუმი-ასტანა-ბათუმის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აღნიშნულ მიმართულებაზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ გუშინ 18 ივნისს შეასრულა.
რეგულარული ავიარეისები 11 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით (კვირა), Boeing B737 CL-600 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისსააგენტომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა“Georgian Airways”-ს 19 მაისს მიენიჭა.