LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ყველა ბილეთი გაყიდა

92
1566296021

ქართული ავიაკომპანიის Georgian Airways-ს ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის ინფორმაციით, 28 იანვარს თბილისიდან მოსკოვში პირდაპირ ერთჯერად არტერულ რეიზე ყველა ბილეთი გაყიდა.

როგორც გაიაშვილი რადიო “თავისუფლებასთან” აცხადებს, 28 იანვარს ფრენას 50-კაციანი თვითმფრინავით შეასრულებენ.

“დამთავრდა ბილეთები. ერთჯერადი ჩარტერული რეისია. შეძენა აღარაა შესაძლებელი – [ვებგვერდზე] ფასი შეიძლება აჩვენოს, მაგრამ ვეღარ იყიდით”, – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

გაიაშვილმა თბილისი-მოსკოვის ჩარტერულ რეისზე ისაუბრა “ინტერპრესნიუსთან”, სადაც აღნიშნა, რომ ეს ერთჯერადი ჩარტერული რეისი ბიზნესმენების დაკვეთით სრულდება – “მათ შორის არიან როგორც ქართველი, ასევე რუსი ბიზნესმენები. თუ იქნება შეკვეთა, შესაძლებელია მსგავსი რეისები კიდევ შესრულდეს“- ამბობს Georgian Airways-ს ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები