პირველად, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ქართულმა ავიაკომპანიამ უცხოურ ავიაკომპანიაზე მეტი მგზავრი გადაიყვანა.Georgian Airways მგზავრთნაკადით ქართული ბაზრის ლიდერი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, Georgian Airways 247 485 მგზავრს მოემსახურა, მას მეორე ადგილზე მყოფი Turkish Airlines მოსდევს, 246 021 მგზავრით.
სააგენტოს ინფორმაციითვე, რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია:
ავიაკომპანია Georgian Airways – 247 485 მგზავრი 12%;
ავიაკომპანია Turkish Airlines – 246 021 მგზავრი 12%;
ავიაკომპანია Wizz Air – 223 364 მგზავრი 11%;
ავიაკომპანია Fly Dubai – 110 757 მგზავრი 5%
ავიაკომპანია Ukraine International Airlines – 109 529 მგზავრი 5%.