სტუდია Warner Bros.-ის ფილმმა „გეოშტორმი“, რომელიც კინოგაქირავებაში რამდნიმე დღის წინ გამოვიდა, გასულ უქმეებზე მხოლოდ 13,3 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.
ფილმის ბიუჯეტი 120 მილიონი დოლარია, დამატებით 15 მილიონი კი ცალკეული ეპიზოდების გადაღებაში დაიხარჯა, შესაბამისად, ზემოთხსენებული მაჩვენებელი საკმაოდ ცუდი სტარტია.
ექსპრეტების აზრით, ფილმი, რომელიც ბუნებრივ კატარასტროფულ მოვლენებზეა, საკმაოდ ცუდ პერიოდში, ამერიკაში რამდენიმე დამანგრეველი ქარიშხლების შემდეგ გამოვიდა, შესაბამისად, მისი წარუმატებლობაც სწორედ აღნიშნულ ფაქტორთან არის კავშირში.