ფოტოგრაფი მარი ნაკანი „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ნინო წილოსანს სოციალურ პლატფორმა instagram-ზე პირდაპირ ეთერში, საჯარო დებატებში იწვევს.
ამის შესახებ ნაკანი facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და პარლამენტის ვიცე-სპიკერ, ნინო წილოსანის პროფილს ნიშნავს:
„გეპატიჟებით ლაივში ინტერვიუზე online
ჩემს ინსტაგრამზე
გავხსნათ ღია დებატები ხალხთან“. – წერს მარი ნაკანი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, საპროტესტო აქციების მიზნობრიობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ „რადიკალი აქტივისტების“ არ ეშინია.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ე.წ გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ, საპროტესტო აქციების მიზნობრიობის შესახებ, საკუთარ მოსაზრება სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ „რადიკალი აქტივისტების“ არ ეშინია.
ამავე პოსტში წილოსანს პოსტთან ერთად, ფოტოგრაფ მარი ნაკანის „ფოტოსქრინი“ აქვს გამოქვეყნებული.
ნინო წილოსანი • Nino Tsilosani გეპატიჟებით ლაივში ინტერვიუზე online ჩემს ინსტაგრამზე გავხსნათ ღია დებატები ხალხთან
Posted by Mariam Nakani on Wednesday 15 May 2024