LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელმა ექსპერტებმა ყველაზე საიმედო მეორადი ავტომობილები გამოავლინეს

36

გერმანელმა საავტომობილო ექსპერტებმა მეორადი ბაზარის ყველაზე საიმედო ავტომობილები გამოავლინეს.

საუკეთესო მეორადი სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი ავტორიტეტული ორგანიზაციის TÜV-ის წევრებმა შეადგინეს.

საუკეთესო „ახალგაზრდულ” ავტომობილებად Mercedes GLK და Porsche 911 დასახელდნენ, ამავე კატეგორიაში მოიპოვეს ადგილი: Mercedes B-Klasse-მა, Mercedes A-Klasse-მა, Mercedes SLK-მა და Mazda2-მა.

ყველაზე ხშირად ფუჭებად მოდელებად ექსპერტებმა KIA Sorento და KIA Sportage დაასახელეს.

4-5 წლის ასაკის ავტომობილების კატეგორიაში ლიდერები Mercedes SLK, Audi A6/A7, Audi TT, Audi Q5 და Porsche 911 გახდნენ.

6-7 წლის ასაკის კატეგორია შემდეგი მოდელებით არის წარმოდგენილი: Mazda3, Porsche 911, Audi TT, BMW X1 და Toyota Avensis.

8-9 წლის ასაკის ავტომობილებში ლიდერობა Porsche 911-მა, Audi TT-მ, Mazda2-მამ Mercedes SLK-მ და Toyota Auris-მა მოიპოვეს.

10-11 წლის კატეგორიაში საიმედოობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შემდეგ მოდლეებს აქვთ: Porsche 911, Toyota Corolla Verso, Mercedes SLK, Toyota RAV4 და Honda CR-V.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები