გერმანულ პორტალ mobile.de-ზე გაჩნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იყიდება მეორადი Lada 4×4, რომლის ფასიც 25 000 ევროა. ამჟამინდელმა მფლობელმა ის უგზოობისა და ხანგრძლივი მოგზაურობისთვის სერიოზულად მოამზადა.
ავტომობილი გერმანული მაღაზიის შეკვეთით აიწყო და სახელწოდება Freestyle მიიღო. ნივის ძარა ორ ფერშია გადაწყვეტილი და მასალა U-Pol Raptor-ია გამოყენებული.
პიკაპმა ასევე წინა შუქდიოდური ოპტიკა, დამატებითი განათება, ელექტროჯალამბარი, საექსპედიციო საბარგული და სხვა გაუმჯობესებები მიიღო.
ავტომობილის მფლობელმა ”ნივის” ინტერიერიც გააუმჯობესა, შეცვალა საჭე და მოწყობილობათა პანელი, ხოლო სავარძლებს ტყავი გადააკრა.
Lada 4×4 Freestyle-ის შემქმნელმა ევროკავშირსა და მაროკოში 14 დღეში 7500 კილომეტრი გაიარა, ამჟამად მისი გარბენი 12 000 კილომეტრია.