საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა პრეზიდენტმა თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში.
„შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან დაიწყო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ გერმანიაში ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს.
ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე
ცნობისთვის, გუშინ, 30 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა.