გერმანულ ქალაქ შტადტალენდორფში სულ ცოტა ხნის წინ გახსნილი სახანძრო სადგური დაიწვა. ხანძრის მიზეზი სახანძრო სიგნალიზაციის არ ჰქონდა გახდა, წერს EuroNews.
კომპლექსის მშენებლობა 16 მილიონი ევრო დაჯდა და ის გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე „ინოვაციურ და ულტრათანამედროვე“ ნაგებობად ითვლებოდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახანძრო მანქანა იყო.
სადგური თითქმის მთლიანად დაიწვა, გარდა ერთი ნაწილისა. დაიწვა ასევე 10 მანქანა და ძვირადღირებული აღჭურვილობა. ცეცხლს დაახლოებით 170 მეხანძრე ებრძოდა, მათ შორის მოხალისე მეხანძრეთა გუნდი. ზარალს სპეციალისტები 20-24 მილიონ ევროდ აფასებენ.