LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სოც-ქსელების გამო ნუდისტების რაოდენობამ იკლო

113
Capture

გერმანიაში სოციალური ქსელების გამო ნუდისტების რაოდენობა შემცირდა: გერმანიის თავისუფალი სხეულის კულტურის ასოციაციის ინფორმაციით, 25 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 65 ათასიდან 34 ათასამდე შემცირდა. გარდა ამისა, ასოციაციის წევრთა საშუალო ასაკი უკვე 60 წელსაა გადაცილებული.

ასოციაციის წარმომადგენლები ამ ტენდენციას სოციალური ქსელების გავლენებს უკავშირებენ. მათი თქმით, ფილტრები და სხვადასხვა აპლიკაციები ადამიანებს არარეალური სხეულის სტანდარტებს ახვევენ თავს. გარდა ამისა, ბევრს ეშინია, რომ მათ ჩუმად გადაუღებენ ფოტოებს.

ასევე, გერმანელები უფრო ხშირად ფიქრობენ იმაზე, რომ მზის სხივების გამო შესაძლოა კანის კიბო დაემართოთ.

შეგახსენებთ, რომ გერმანია ნუდისტების მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა. კერძო ტერიტორიაზე სიშიშვლე კანონიერად ითვლება, მაშინაც კი როცა ამას უცხოები ხედავენ. პლაჟებსა და პარკებში კი სიშიშვლის მოყვარული ადამიანებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები