LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ტესტ-პილოტმა BMW-ს მე-8 თაობის პროტოტიპი დაამტვრია

54

გერმანიაში ტესტ-პილოტმა BMW-ს მე-8 თაობის პროტოტიპი დაამტვრია. სპორტქარის საცდელი მოდელი სერიოზულ ავარიაში მოხვდა, მძღოლმა მართვა დაკარგა, გზიდან გადავარდა და ხეებს დაეჯახა. ამ დროს ავტომობილში 53 წლის მგზავრიც იჯდა და ქალბატონი სამწუხაროდ, გარდაიცვალა. შემთხვევა საღამო ხანს, მიუნხენის სიახლოვეს მოხდა. პროტოტიპის საჭესთან 37 წლის ტეტს-პილოტი იჯდა და თუ რატომ გადავარდა ავტომობილი გზიდან უცნობია.

ექსპერტთა შეფასებით უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა, თუმცა დარტყმა იმდენად ძლიერი იყო რომ მგზავრების ამოსაყვანად მაშველებს ავტომობილის გაჭრაც კი დასჭირდათ.

შემთხვევას ადგილობრივი პოლიცია იძიებს, ავტომობილი კი ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული. შეგახსენებთ, რომ MBW-ს მე-8 თაობის ოფიციალური დებიუტი 15 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები