LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში Volkswagen-ის ქარხნები ჩინური ავტომობილების გამოშვებას დაიწყებენ

105
გერმანიაში Volkswagen-ის ქარხნები ჩინური ავტომობილების გამოშვებას დაიწყებენ

Volkswagen-ის გერმანული ქარხანა Chery-ს წარმოებას შეუდგება. ჩინეთის სიდიდით მეოთხე ავტომწარმოებელი ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ გერმანიაში ორი ქარხნის მეპატრონე გახდეს. ინსაიდერები ვარაუდობენ, რომ საუბარი დრეზდენსა და ოსნაბრიუკში მდებარე Volkswagen-ის მოედნებზეა, რომლებსაც გერმანელები ხარჯების შემცირების მიზნით საერთოდ დახურვას უპირებენ. Chery ევროპული წარმოების გაფართოებას აპირებს, თუმცა პოტენციურ მყიდველთა ვინაობას არ ამხელს.

Chery International-ის ვიცე-პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს ევროპულ კომპანიებთან ადგილობრივი ქარხნების შეძენის შესახებ.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა. მხარეებს მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტა მოუწევთ, რამეთუ გერმანიაში საკმაოდ რთული სიტუაციაა. გასათვალისწინებელია წარმოების ნორმატივები, პროფკავშირების მოთხოვნები, მიწოდების საფასური და ხარჯების გამოთვლაა ასევე აუცილებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები