LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – პეტერ ფიშერი უწყებაში მივიდა

128
პეტერ ფიშერი

გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც ელჩმა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა, „ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს“.

„მე ვარ დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ძალიან უჩვეულოა. ეს არის გერმანიასთან თანამედროვე საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გერმანელი ელჩი სამინისტროში დაიბარეს. შევალ და მოვისმენ რას მეტყვიან. მაგრამ ასევე, მკაცრად უარვყოფ უსაფუძვლო და პროვოკაციულ ბრალდებებს, რომლებიც გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის, ჩემი და სხვა ელჩების წინააღმდეგ არის გამოთქმული. ასევე გავაკრიტიკებ საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ კურსს, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირში გაწევრიანებასთან“, – განაცხადა ფიშერმა.

ინტერვიუს თარგმანს „ტვ პირველი“ ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g