LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი დამატებითი პროექტები განხორციელდება

125
ავთო

გერმანიის და საქართველოს მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) შეფასების მისიის ხელმძღვანელმა ტერეზა გეიპელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას შემდგომი თანამშრომლობის შესახებ საგრანტო კომპონენტის მიმართულებით. დოკუმენტით განისაზღვრება თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები INNOVATION4JOBS პროექტის ფარგლებში.

„ბოლო წლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით. წარმატებით ხორციელდება მთელი რიგი პროგრამები, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ტექნიკური დახმარება, ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტების განვითარება. ჩვენს ეკოსისტემას უკვე აქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება მომდევნო წლებში, დაახლოებით, 15 მლნ ევროს ფარგლებში, ქართული ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის სხვადასხვა მიმართულებების მხარდაჭერას ითვალისწინებს, მათ შორის, საგანმანათლებლო კომპონენტს IT სფეროში, ევროპული აქსელერატორის შემოყვანას ქვეყანაში და სხვადასხვა საგრანტო და ტექნიკური დახმარების ნიუანსებს“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები