LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღალატის შემდგომი გარჩევები – პაპარაცებმა აქვითინებული ნატალი პორტმანი გადაიღეს – ახალი დეტალები

415
page

გასულ კვირას დასავლური მედია ნატალი პორტმანის ქმრის, ბენჯამინ მილპეს ღალატის შესახებ ალაპარაკდა. ინსაიდერების ცნობით, მან ცოლს 25 წლის ფრანგ აქტივისტთან, კამილ ეტიენთან უღალატა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნატალი და მისი მეუღლე ერთად ოფიციალურ მიღებაზე უკვე გადაიღეს.

„როგორ შევინარჩუნოთ ქორწინება კოცნითა და წითელი ვარდით“ – ნატალი პორტმანის ქმარი ღალატის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა

ახლახან კი წყვილი პარკში სეირნობის დროს გადაიღეს. როგორც ჩანს, მეუღლეებს შორის დაძაბული საუბარი შედგა. პორტმანს დამწუხრებული სახე ჰქონდა და ტიროდა.

ცნობისთვის, ინსაიდერების განცხადებით, ნატალიმ ქმრის ღალატის შესახებ ჯერ კიდე მარტში შეიტყო. წყაროს ცნობით პორტმანი ოჯახის დანგრევას არ აპირებს და ყველანაირი ძალებით ცდილობს, ქმარს ღალატი აპატიოს.

ნატალი პორტმანმა „დიორის“ ულამაზესი კაბით ყველა და ყველაფერი დაჩრდილა, რომლის ორიგინალიც 1949 წელს შეიქმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები