საქართველოში სასტუმრო ნომრებისა და საწოლი ადგილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. Forbes.ge დაინტერესდა, თუ რომელია ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრები საქართველოში და ამისთვის ქვეყანაში არსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები გამოიკითხა. როგორც ცნობილია, სასტუმრო ნომრების ფასი სეზონურობიდან გამომდინარე იცვლება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ზამთრის პერიოდშიც ყველაზე ძვირადღირებული ნომრები თბილისშია თავმოყრილი.
Forbes.ge -ის ინფორმაციითვე, ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო ნომრების ფასი ნაჩვენებია 5-6 იანვრის პერიოდისთვის. 1 ღამის ფასი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით, კურსით $1 = 2,66 ლარს.
1. Biltmore (თბილისი): ფასი – 9945 ლარი, ნომერი – როიალ სიუტი, ფართობი – 220 კვ.მ.
2. Hotels & Preference Hualing (თბილისი): ფასი – 7300 ლარი, ნომერი – პრემიერ სუიტი, ფართობი – 159 კვ.მ.
3. Ambassadori (თბილისი) : ფასი – 6136 ლარი, ნომერი – როიალ სუიტი, ფართობი – 420 კვ.მ.
4. Sheraton (ბათუმი) : ფასი – 4640 ლარი, ნომერი – პენტჰაუსი, ფართობი – 303 კვ.მ
5. Marco Polo (გუდაური): ფასი – 4550 ლარი, ნომერი – საპრეზიდენტო სუიტი, ფართობი – 80 კვ.მ .