LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამით შევიდა, ყველას ეძინა, ბებიას, მამას და მათ შვილს, ქვით გაუსწორდა… ერთი თუ ორი კვირის გამოსული იყო… მგონი შერიგებული არც ყოფილა…“ – რას ჰყვებიან საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

465
საგარეჯოში მომხდარი მკვლელობა

თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა 40 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც საგარეჯოდან 11 ნოემბერს მრავლობითი დაზიანებებით გადაიყვანეს. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.

„ქვით სცემა თავში, ისე რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო“ – საგარეჯოს კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

როგორც მოკლული ქალის ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა.

ირკვევა რომ, კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და ციხიდან ამნისტიით გამოვიდა.

ადგილობრივები „ტვ პირველთან“ მომხდარის შესახებ ჰყვებიან და ამბობენ, რომ ციკო სულიკაშვილს ყოფილმა ქმარმა 8 დღის წინ, ჯერ ტელეფონზე დაურეკა, თუმცა, მას შემდეგ რაც ქალმა არ უპასუხა, მის საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, ყოფილ მეუღლეს ქვით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა და ტერიტორია დატოვა.

შემაკავებელი ჰქონდა, იჯდა ცოლზე ძალადობისთვის, თუმცა ამნისტიით გამოვიდა დროზე ადრე… ვერავინ გაიგო სახლში, ღამით შევიდა, ქვით გაუსწორდა… სახლში ყველას ეძინა, ბებიას, მამას და მათ შვილს

„ძალიან კარგი გოგო იყო… ორი შვილი ჰყავს, ერთი პატარა ბიჭი და ერთი გოგო, სტუდენტია. სახლში იყვნენ ბებია და მამაც, ვერ გეტყვით, რატომ ვერ გაიგეს… ერთი კვირის თუ ორი კვირის გამოსული ყოფილა, არც ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მე მგონი არც შერიგებული არ იყვნენ…

„ალბათ, ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ იყო, დამოკიდებული იყო და სულ ძალადობდა ცოლზე, ბოლოს უჩივლა და დაჭერილიც იყო“, – ამბობენ ადგილობრივები „ტვ პირველთან“.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

პროკურატურის ინფორმაციით, საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g