LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა

112
Untitled design (3)

პრემიერ-მინისტრი თბილისში გამართულ უკრაინის მხარდამჭერ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა:

“სამწუხარო რეალობაა, რომ მთელ მსოფლიოში, არც ერთ ქვეყანაში, ისეთ ვითარებაში, რომელიც ახლა არის უკრაინაში, ანუ, რუსეთ-უკრაინის ომის დროს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გამართულა საპროტესტო აქციები და არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა. მით უმეტეს, ჩვენი სიტუაცია არის განსაკუთრებული და უნიკალური. ჩვენ ვართ ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე.

ღარიბაშვილი: სააკაშვილმა 2008 წელს ლაჩრობის ყველა რეკორდი მოხსნა

პრემიერმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

ჩვენ ვცხოვრობთ რუსულ ჯართან ერთად და ამ დროს, ასეთ ვითარებაში, როცა სიტუაცია არის ძალიან არაპროგნოზირებადი, მოწყვლადი სიტუაციაა მთელი რეგიონის და მთელი ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი იყო ის ანტისახელმწიფოებრივი აქციები, რომლებიც იმართებოდა. აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ჩემთვის, პირადად მოქალაქისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია აღნიშნული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, ეს, რა თქმა უნდა, იმ ძალების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებიც წლებია, უკვე ატარებენ ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ პოლიტიკას. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, ეს არის მეხუთე კოლონა, ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელიც საქართველოში მოქმედებს”, – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა დღესვე აღნიშნა, რომ მთელმა მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს:

“კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ეს უნდა დავგმოთ ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. აქვე მინდა, დავამატო, ვუერთდები მსოფლიო ლიდერების მოწოდებას საკუთარი მოქალაქეების მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ თითოეული მოქალაქე, მათი სიცოცხლე ჩემთვის და ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან ძვირფასი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g