LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი ოპოზიციაზე: ყველა სამკურნალოა, სასწაულია

96
ირაკლი ღარიბაშვილი

„ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ევროპელებს ემუდარებოდა, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედებები არის მავნებლობა და ქვეყნის მტრობა.

„დაგატოვებინებთ დარბაზს“ – პრემიერის მოსმენა ხმაურის ფონზე დაიწყო

„ბატონი დავით ბაქრაძე, კაცი, რომელიც პარლამენტის სპიკერი იყო და ამ სავარძელში იჯდა, პირადად დადიოდა და ევროპელებს ემუდარებოდა, რამენაირად ჩვენი მთავრობის დროს, „ქართული ოცნების“ პირობებში უვიზო რეჟიმი არ მიეცათ, დაესაჯათ საქართველო და ქართველი ხალხი. კანდელაკზე აღარ ვსაუბრობ, ყოველგვარ უმსგავსობას ჩვენი ევროპელი მეგობრები მისგან იღებდნენ, ათას ბრალდებას და ცილისწამებას, აი, ეს ხართ თქვენ. ეს არის მავნებლობა, ეს არის ქვეყნის მტრობა“, – განაცხადა პრემიერმა.

“წამალი დალიე, დამშვიდდები, საცოდავი ხარ, მანიაკების მხარდამჭერი… შენ ჩაგაბარებ ანგარიშს კიდევ..” – ღარიბაშვილის რეპლიკები ოპოზიციას

პრემიერის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა, მათ მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს პროტესტი.

ოპოზიციის ამ ქმედებებს პრემიერმა ღიმილით უპასუხა: „ყველა სამკურნალოა, სასწაულია“.

ღარიბაშვილი: იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მივცეთ კანდიდატის სტატუსი

„ბატონი ბიძინა არის ყველაზე დიდი ქველმოქმედი, რომელიც ქართველს ახსოვს, განმარტება მაინც იცოდეთ…“ – პრემიერმა დეპუტატებს ოლიგარქის მნიშვნელობა “განუმარტა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g