LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: „საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში“

198
fot (4)

„დღეს, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ვისურვებდი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს სულიერადაც ზეიმობდეს.. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების პატივსა და ღირსებაზე არ ფიქრობს“ – პრეზიდენტი 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რჩება“.

„თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად.

მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ..

„ბოდიშს გიხდით..“ – სალომე ზურაბიშვილი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს მიმართავს 

ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც. სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას. სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერი: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი“ – მეფე ერეკლეს ეს სიტყვები სახელმძღვანელო უნდა იყოს თითოეული ქართველისათვის

სად რა ღონისძიება გაიმართება 26 მაისის აღსანიშნად – იხილეთ პროგრამა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g