LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა“ – აქციის მონაწილეები დრამების, სიგნალებისა და სასტვენების გამოყენებით გამოხატავენ პროტესტს

244
BeFunky-collage (5)

ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა, ვიდრე საბოლოოდ არ იტყვიან უარს რუსეთისკენ სიარულზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აქციის „შინ ევროპისკენ“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა განუცხადა.

„ვემზადებით ხმაურისთვის. ღარიბაშვილს ექნება ხმაური ყველგან, სადაც მივა, ვიდრე საბოლოოდ არ იტყვიან უარს რუსეთისკენ სიარულზე. ეს არის პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. აქციის მონაწილეები არ ვარღვევთ კანონს. ჩვენ გვაქვს არჩეული ევროპული გზა, რაც მათ შორის ნიშნავს ევროპული სტანდარტის პროტესტს. ეს ხმაური არ იქნება გამაღიზიანებელი ხალხისთვის, იქნება გამაღიზიანებელი ღარიბაშვილისთვის“, – განაცხადა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ და მთავრობის წევრებს ხმაურითა და არაძალადობრივი გზით შეუქმნიან დისკომფორტს, რათა მათი მოთხოვნები შესრულდეს.

„ჯიუტი მოქალაქეები თანამოაზრეებს გელით კანცელარიასთან ერთად დავხვდეთ ღარიბაშვილს!” – რა ვითარებაა მთავრობის ადმინისტრაციასთან

არჩილ გამზარდია: „სანამ ოპოზიციური სუბიექტების ნაწილს პოლიტიკურ პენსიაზე არ გავუშვებთ, სანამ დარჩენილ ნაწილში პარტიულ დემოკრატიას არ შევიტანთ, ნულოვანი შანსია ცვლილების“

mazda magti 5g