LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის ღარიბი ადამიანი იყო ბავშვობაში, უცებ გამდიდრდა და ჰგონია, რომ ყველაფერი შეუძლია” – გია ბარამიძე ივანიშვილზე

297
gia

ევროსაბჭოს რეზოლუცია და მოწოდება “ქართულ ოცნებას” – მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ამ თემას დღეს უმრავლესობა გამოეხმაურა და თქვა, რომ რეზოლუციაში სიტყვა “პროპორციული” ნახსენები არაა, რაც მმართველი გუნდისთვის ერთ რამეს ნიშნავს – რა საარჩევნო მოდელს აირჩევს ქვეყანა, ეს მისი სუვერენული უფლებაა. რადიო “ფორტუნას” “დღის თემაში” ოპოზიციონერმა გია ბარამიძემ რეზოლუციას მნიშვნელოვანი დოკუმენტი უწოდა.

“აქ პირდაპირი არის ნათქვამი ყველაფერი, მოსამართლეების დანიშვნა დაგმობილია, ასევე ის ფაქტი დაგმეს, რომ ჩააგდეს პროპორციული არჩევნები. სიტყვა პროპორციული იმიტომ არის ამოღებული, რომ ჩვენ კომპრომისული მოდელი შევთავაზეთ არა კლასიკური პროპორციული, არამედ ე. წ. გერმანული მოდელი, მრავალმანდატიანი მოდელი.

ყველა რომ ენდობა, ისეთი სისტემა: ევროსაბჭო „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს

"საპარლამენტო ასამბლეა მმართველ პარტიას მოუწოდებს მიიღოს ზომები პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პოლარიზაციის გადასალახად“.

აქ პირდაპირ არის მოწოდება, რომ აუცილებლად წელს არჩევნებადე უნდა იყოს მიღებული ყველასთან შეთანხმებული საარჩევნო სისტემა. ეს იქნება ან პროპორციული, ან კომპრომისული ვარიანტები. ბურთი ახლა მათ მოედანზეა. კარგია, თუ ჭკუას მოეგებიან და კონსტრუქციულად მოიქცევიან“, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ყველაფერს ერთი კაცი აკონტროლებს.

ამ ვითარებას აკონტროლებს ერთი კაცი, რომელსაც თავისი “ხუშტურები” აქვს,  ფსიქოლოგიასთანაა ეს დაკავშირებული,  ის ღარიბი ადამიანი იყო ბავშვობაში, უცებ გამდიდრდა, ჰგონია, რომ ყველაზე მეტს აღწევს, ყველაფერი იცის, არ უნდა თავის თავს გამოუტყდეს, რომ რაღაც ვერ გათვალა.

მან ვერ გათვალა, რომ დაენგრეოდა “ქართული ოცნება”, დასავლეთთან ურთიერთობა, ვერ გათვალა, რომ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე ასე გაერთიანდებოდა ყველა ოპოზიციური პარტია, ვერ გათვალა ქართველი ხალხის სიმტკიცე”, – აცხადებს ბარამიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g