ღაზას სექტორის საზღვართან პალესტინელი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. როგორც ცნობილია, 30 წლის ჟურნალისტი სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ 7 ჟურნალისტია დაშავებული.
ღაზას სექტორისა და ისრაელის საზღვარზე არეულობა გრძელდება. ე.წ. „დაბრუნების მარში“ ღაზას სექტორში 10 დღის წინ დაიწყო. აქციები მაისამდე გაგრძელდება.