LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღებინება, სისუსტე, სიყვითლე“ – რა სიმპტომები აქვს აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტს და ხდება თუ არა მედიკამენტებით მკურნალობა: პროფესორ ივანე ჩხაიძის განმარტება

320
ივანე ჩხაიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ფორტუნას“ ეთერში, აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დღემდე მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ასეთი 450 შემთხვევაა გამოვლენილი. ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ახალი ტიპის მწვავე ჰეპატიტი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ვრცელდება.

“ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია, საშიშროება, რომ ამის უკან იდგეს რაღაც აფეთქება ან გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი” – დაფიქსირდა თუ არა აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა საქართველოში?

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის ივანე ჩხაიძის განმარტებით, ჯერჯერობით საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევა არ დაფიქსირებულა და როგორც მან განმარტა, თუ მსგავსი შემთხვევა იქნება ლუგარის ლაბორატორიაში ამის დადგენა შესაძლებელი იქნება.

ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, სისუსტე და სიყვითლე – ივანე ჩხაიძის განმარტებით, ეს აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის სიმპტომებია, რომლის აღმოჩენის შემთხვევაშიც მშობლებმა სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართონ.

პროფესორის თქმით, ჰეპატიტის წარმოშობის ერთ-ერთ ვერსიად წარსულში გადატანილი კოვიდინფექცია სახელდება, თუმცა ეს დადასტურებული არ არის და ამასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები კვლევებს ატარებენ.

რაც შეეხება ჰეპატიტის მკურნალობას, ჩხაიძე განმარტავს, რომ აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის მკურნალობა 450 დადასტურებული შემთხვევიდან უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტით მოხდა და ეს მედიკამენტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ხელმისაწვდომია. ღვიძლის გადანერგვა ჩხაიძის თქმით, 29 პაციენტთან გახდა აუცილებელი.

„დღეისათვის მსოფლიოს მხოლოდ 25 ქვეყანაშია დაფიქსირებული აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა. სულ 450 შემთხვევაა – რვა თვის განმავლობაში ასეთი მაჩვენებელი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არა არის სწრაფად გავრცელებადი. შესაძლებელია ერთეული შემთხვევები კიდევ დაფიქსირდეს, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ ეს გახდეს სერიოზული გამოწვევა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის, არის ძალიან დაბალი. 

ალბათობა იმისა, რომ საქართველოში გამოჩნდეს, არსებობს, მაგრამ ძალიან ცოტა, რადგან აპრილი იყო პიკი აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის გავრცელების.

450 შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ამაზე მეტი არ ფიქსირდება. შეიძლება იყო შემთხვევა, რომელიც ყურადღების მიღმაც დარჩა, რადგან ძალიან ბევრია უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარე შემთხვევა. შესაძლოა მშობელს უბრალოდ გამოეპარა, ან აღარ იყო უკვე მკვეთრად გამოხატული სიყვითლე, არ გაკეთებულა ანალიზები.

„დაახლოებით 450 შემთხვევიდან 11 ბავშვია გარდაცვლილი.. წინასწარი მონაცემები დრამატულად გამოიყურება“ – რას წერს ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ ახალ დაავადებაზე?

“მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ და არ გამორჩეთ ბავშვებში სიყვითლის გამოვლინება” – რას წერს მაია ბუწაშვილი ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებზე

სიყვითლე განეკუთვნება იმ სიმპტომების კატეგორიას, რომელსაც არცერთი მშობელი, მისი განათლების დონის მიუხედავად არ დატოვებს ბინაზე. მხედველობაში მაქვს აი ამ დაავადების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება. გარკვეულ ეტაპზე ამ დაავადების ნიშნები არასპეციფიკური და შეიძლება იყოს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, სისუსტე. ასეთ შემთხვევებში ჰეპატიტზე არავინ არ ფიქრობს, მაგრამ როცა სიყვითლე გამოჩნდება, შარდისა და განავლის ფერი მკვეთრად იცვლება, მშობელი ყოველთვის მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას“, – აცხადებს პროფესორი ივანე ჩხაიძე.

ივანე ჩხაიძე ამირან გამყრელიძის განცხადებასაც ეხმიანება, რომელმაც შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: „მასალას დიაგნოსტიკისთვის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამოგზავნიან. საყურადღებოა, მაგრამ ჯერ პანიკას ნუ ავტეხთ, ხალხს ნუ შევაშინებთ. საყურადღებოა, რადგან ბავშვებში საქმე გვაქვს არატიპიურ ჰეპატიტთან“.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემთხვევების უკან, არ დგას არცერთი დღემდე ცნობილი ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსი. ამიტომ, იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მაღალი დონის ლაბორატორიაში, ასეთია ლუგარის ლაბორატორია. სავსებით სწორია, რომ ასეთი საეჭვო შემთხვევების დროს სისხლის, ან სხვა ბიოლოგიური სითხის ანალიზი გაკეთდეს. 

მსოფლიოს მასშტაბით, ბავშვებში უცნობი სახის ჰეპატიტი ვრცელდება – რა სიმპტომებს ასახელებენ ჯანდაცვის ექსპერტები

აუხსნელი ჰეპატიტის წარმოშობის 2 ვერსია განიხილება. ერთი ვერსია გახლავთ ადენოვირუსის განსაკუთრებული ტიპი, რომელიც არ იყო ადრე აღმოჩენილი ღვიძლის დაზიანების შემთხვევაში. ადენოვირუსი საკმაოდ გავრცელებული ვირუსია და ბავშვებში ათეულობით შემთხვევა გვაქვს ყოველწლიურად დაფიქსირებული. ადენოვირუსი აზიანებს აზიანებს ძირითადად სასუნთქ სისტემას, შესაძლებელია იყოს კონიუნქტივიტი, ყელის სიწითლე, ფილტვის ანთება შეიძლება განვითარდეს, მაგრამ არა ღვიძლის დაზიანება.

განსაკუთრებული ზემოქმედებაა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ორგანო ღვიძლზე. ამიტომ, არსებობს უფრო მეტად განხილული აქტიური ვერსია, რომ შესაძლებელია ყველაფერი ამის უკან გადატანილი კორონავირუსი იდგეს, რომელიც შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდინარეობდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, იმ იმუნური ძვრებიდან გამომდინარე, რაც ზოგადად ახასიათებს კორონავირუსს, შეიქმნას ორგანიზმში პირობა და უწყინარმა ადენოვირუსმა დააზიანოს ღვიძლი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს შეისწავლოს ჰეპატიტის მქონე პაციენტების ისტორია, ხომ არ ჰქონდათ მათ კორონავირუსი გადატანილი. ეს გარკვეულწილად იქნება პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ვითარდება მხოლოდ ბავშვებში.

არის შანსი, რომ აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის მკურნალობა მედიკამენტოზურად მოხდეს. დადასტურებული 450 შემთხვევიდან უმეტეს შემთხვევაში მკურნალობა სწორედ ასე მოხდა. სულ 29 პაციენტთან გახდა აუცილებელი ღვიძლის გადანერგვა. ასე, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. ის მედიკამენტები, რომლებიც მკურნალობის დროს უმრავლეს შემთხვევაში გამოიყენება ყველგან არის, ეს არის დამხმარე თერაპია, რაც საქართველოშიც წარმატებით ხორციელდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები