LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღირსების მედლის გადაცემა რომ ნდომებოდა, წინა კვირას 100 კაცი დააჯილდოვა, პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი.. ორდენი ფორმალურად უნდა გადასცეს და თავისი მოვალეობა ამბიციების გარეშე შეასრულოს“ – მდინარაძე პრეზიდენტზე

197
მამუკა მდინარაძე და სალომე ზურაბიშვილი

„რატომ უნდა წავიდეს? – ახლა, მან [სალომე ზურაბიშვილმა ილია თოფურიას ღირსების ორდენი] ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

აღნიშნულით უმრავლესობის ლიდერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უპასუხა კითხვას მივა თუ არა მთავრობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპორტსმენ ილია თოფურიას ოფიციალურ მიღებაზე.

მდინარაძის თქმით, ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები და ის, რომ [ილია] თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ.

„საამაყო ადამიანი ხარ და შრომის ფასი იცი, შენი გამარჯვება სრულიად საქართველოს გამარჯვებაა“ – კახა კალაძე ილია თოფურიას შეხვდა

როგორც მანვე აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ილია თოფურიასთვის ღირსების ორდენის გადაცემასთან დაკავშირებით წარდგინება გაუგზავნეს.

„რატომ უნდა წავიდეს? სალომე ზურაბიშვილთან ეროვნულ თანხმობაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. რიგითი რადიკალი „ნაცი“ გახდა. ის, სამწუხაროდ, კვლავ იკავებს ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და რაღაც ფორმალური საკითხების გადაჭრისათვის მისი თანამონაწილეობა აუცილებელია, მათ შორის, ღირსების ორდენის გადაცემაზე.

დღეს მოვისმინე საოცარი სპეკულაცია, რომ დაასწრო პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემო. არადა, კანონი რომ ვინმეს წაეკითხა, ღირსების ორდენის გადაცემას სჭირდება პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინება პრეზიდენტთან, რომ მან გადასცეს ღირსების ორდენი.

ამიტომ, ტყუილია ის ამბავი, რომ პრეზიდენტს უნდოდა წინასწარ ორდენის გადაცემა და მას არ შეეძლო. ღირსების მედლის გადაცემა შეუძლია. ღირსების მედლის გადაცემა, რომ სდომებოდა წინა კვირას პირობითად, 100 კაცი რომ დააჯილდოვა და [ბაია] პატარაიებს და ვიღაცებს რომ დაურიგა, იმ მედლით თუ აჯილდოებდა თოფურიას, არ ვიცი, ნამდვილად.

ასევე ნახეთ

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ურთიერთობა გვქონდა ილია თოფურიასთან, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, დანარჩენი ჩვენი საკითხი არ არის“.

ახლა, მან [ილია თოფურიას ღირსების ორდენი] ფორმალურად უნდა გადასცეს, შეასრულოს თავისი ფორმალური მოვალეობა ამბიციების გარეშე. ხომ შეიძლება მარტივად. ფორმალური პასუხისმგებლობის აღებას არ სჭირდება ამხელა ამბიციები, არ სჭირდება ამხელა ამბავი, რომ თოფურიას საკითხი ასევე, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენოთ.

ამ ადამიანებმა ხომ არ დაიწყეს პოლიტიკურ სპეკულაციებზე ფიქრი და საუბარი. მოუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ მიგვაჩნია საერთოდ რომ პრეზიდენტია. ზეპარტიული ამბავია და ეროვნული მიზნები და თანხმობა უნდა აღასრულო ისე, რომ არ დაიწყო პოლიტიკური სპეკულაციები.

ილია თოფურიას დღეს პრეზიდენტი ღირსების ორდენს გადასცემს – სალომე ზურაბიშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება

კიდევ პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად და დაინახე, რომ პარლამენტის თავმჯდომარემაც და პრემიერ-მინისტრმაც გამოგიგზავნეს ორდენთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტები, არიქა, მოდი ჩემთან და ისე ვერ გადავცემ ორდენსო, ამაზე ლაპარაკი არ უნდა დაიწყო. მე გეუბნებით მისი ამბიციების ნაწილს“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, პრეზიდენტი ილია თოფურიას ღირსების ორდენს ორბელიანების სასახლეში დღეს, 19:00 საათზე გადასცემს. ილია თოფურია ღირსების ორდენზე ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა წარადგინეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სალომე ზურაბიშვილი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები