LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღირსეულად წარდგა, როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი“ – თეა წულუკიანი პრემიერის მოლდოვაში ვიზიტზე

147
Untitled design

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოლდოვაში ვიზიტს აფასებს.

ირაკლი ღარიბაშვილი – სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან 

თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, „ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი“.

„ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ ვისწრაფვით“, – თქვა თეა წულუკიანმა.

კადრები კიშინიოვიდან: „აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“ – ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს

წულუკიანმა ევროკომისიის რეკომენდაციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობას გააგღძელებს:

„ჩვენ ვთვლით თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუკი ეს შეფასება კრიტერიუმებზე დაფუძნებული იქნება. თუკი ეს შეფასება იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას ეს სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე სიტყვიერი მხარდაჭერა მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად და დიდი მოთმინებით დაველოდებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში, სტატუსის მონიჭების შესახებ, ჩვენი ქვეყნისადმი ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – თქვა თეა წულუკიანმა.

ამასთან, კულტურის მინისტრმა ოკუპაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციაზე ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფომ დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით უნდა მოახდინოს:

„ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღიდან ეს პოზიცია ურყევია, რომ ჩვენ არ წარმოგვიდგენია და არც ვუშვებთ სხვა ალტერნატივას, გარდა იმისა, რომ ჩვენმა სახელმწიფომ დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით უნდა მოახდინოს.

ამ პოლიტიკაში ეწერება, მათ შორის, ის სამართლებრივი დავები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენმა სახელმწიფომ აწარმოა სტრასბურგში, ჰააგაში და პირველად საერთაშორისო სამართლებრივ გზაზე განაჩენების სახით, რუსეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებები უკვე ხელთ გვაქვს.

ამ სამშვიდობო პოლიტიკაში ჩნდება სამართლებრივი ბრძოლაც დეოკუპაციისთვის. შესაბამისად, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საერთაშორისო არენაზე ურყევად იმეორებს იმავეს, რომ დეოკუპაციის სამშვიდობო გზას ალტერნატივა არ აქვს, დეოკუპაცია კი ნამდვილად უნდა მოხდეს და მოხდება. საკუთარი ტერიტორიების არც ოკუპაციას, მით უმეტეს, ანექსიას და დაკარგვას ქართველი ერი არასოდეს შეეგუება“, – თქვა თეა წულუკიანმა.

მანჯგალაძე: შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის და კალაძისთვის – ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს! 

„სამიტში მონაწილეობა დადებითია, ცუდია, რომ უკრაინის პრეზიდენტს არც გადაეხვია, არც საერთო ფოტო გვაქვს“ – რაქვიაშვილი პრემიერის მოლდოვაში ვიზიტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g