LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის და კალაძისთვის – ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს!

170
ფორტუნა - 2023-06-02T125438.138

„შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის, კალაძისთვის, პაპუაშვილისთვის – ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს!“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც მოლდოვაში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

კადრები კიშინიოვიდან: „აღნიშნული სამიტი ძალიან კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის“ – ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს

მანჯგალაძემ მთავრობის მეთაურის განცხადებებს „დივერსია“ უწოდა ევროპულ გზაზე.

ირაკლი ღარიბაშვილი - სამწუხაროა, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ზელენსკის განცხადებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან „ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია“ და არ სურს, რომ ქვეყნის "არაკეთილმოსურნეებს სპეკულირების საფუძველი" მისცეს.

„ადამიანი ყოველ დღე, ყველა ფორუმზე, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარტნიორებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, დაკარგონ არგუმენტი და თქვან, რომ ეს რეჟიმი არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, პირდაპირ დივერსიას აწყობს, მოსიარულე დივერსიაა ღარიბაშვილი ჩვენი კანდიდატის სტატუსის. მე შეთავაზება მაქვს კობახიძისთვის, ღარიბაშვილისთვის, კალაძისთვის, პაპუაშვილისთვის – ბიჭებო, ცოტა ხანს გაჩუმდით და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. არ ილაპარაკოთ და არსად ჩახვიდეთ და ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხალხი ნამდვილად იმსახურებს ამას.

„ზელენსკი ელოდებოდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში აქტიური იქნებოდა, როცა ეს ვერ დაინახა, დემარშები განახორციელა, ეს არის ერთგვარი შურისძიება“ – ქადაგიშვილი 

ღარიბაშვილის ყველა გამოსვლა არის დივერსია ამ გზაზე. ახლა ალბათ, გაგიჟებულია ღარიბაშვილი, როცა გაიგო, რომ გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში მაინც შეიძლება საქართველომ სტატუსი მიიღოს და რუსივით დაიწყო ლაპარაკი. ასე მგონია, პუტინის პირადი წარმომადგენელი დადის ამ შეხვედრებზე. რა არის ამ ყველაფრის მოტივი? რას მიიღებთ ბოლოს? – პუტინი გადმოგცემთ სერგო ორჯონიკიძის სახელობის საქართველოს მოღალატის ჯილდოს თუ რისთვის იბრძვით? გჯერათ, რომ რუსეთი მოიგებს და ამიტომ აკეთებთ ამას?! პრაგმატიზმი სად არის?!“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან.

„სამიტში მონაწილეობა დადებითია, ცუდია, რომ უკრაინის პრეზიდენტს არც გადაეხვია, არც საერთო ფოტო გვაქვს“ – რაქვიაშვილი პრემიერის მოლდოვაში ვიზიტზე

„ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს, თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს კანდიდატის სტატუსი“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხედავენ რაც ხდება ბელარუსსა და საქართველოში.

იხილეთ ვრცლად:

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g