LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზელენსკი ელოდებოდა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში აქტიური იქნებოდა, როცა ეს ვერ დაინახა, დემარშები განახორციელა, ეს არის ერთგვარი შურისძიება“ – ქადაგიშვილი 

143
ქადაგიშვილი ზელენსკიზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, გამიზნულად გაკეთებული, ერთგვარი შურისძიებაა და მისი მიზანია, საქართველოს რეპუტაციული ზიანი მიაყენოს.

მისი თქმით, ზელენსკის განცხადების მიზანია, გამწვავდეს შიდა ვითარება, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობაში ესკალაციის გზით წავიდეს.

ზელენსკი: რუსეთის მოსაზღვრე ყველა ევროპულ ქვეყანას საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის ჰქონდა მოლოდინი, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში იქნებოდა აქტიური, ხოლო როცა ეს ვერ დაინახა, „დემარშები განახორციელა“.

ვოლსკი ზელენსკიზე: არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო

„ეს საფუძველია, ვიფიქროთ, რომ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რაც მომართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, რომელსაც საქართველოში რევოლუცია სურს“

„ზელენსკის ჰქონდა თავიდანვე არასწორი წარმოდგენა და ხედვა და დარწმუნებულო ვარ, ეს განპირობებული იყო მიხეილ სააკაშვილის და იქ სხვა ქართველების, თუ ძალების რწმუნებით, რომ საქართველო თუ მოხდებოდა საომარი მოქმედებები, აუცილებლად იქნებოდა აქტიური ამ პროცესში.

როცა მან ეს ვერ დაინახა და გასაგებია, რომ ვერ და არ იქნებოდა ასე, მან „დემარშები“ განახორციელა. ახლაც მე მგონია, რომ სწორედ ამ დემარშის გაგრძელებასთან გვაქვს საქმე.

პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს 

ალბათ, მძიმე შეფასება შეიძლება ჩვენი მხრიდან ამას მიეცეს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩვენ მაინც ანგარიშს ვუწევთ უკრაინელებს იმ მძიმე ომის გამო, რომელშიც არიან.

ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება, ერთგვარი შურისძიება, ამ მიზეზებიდან გამომდინარე და სწორედ ის, რომ დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია.

დარჩიაშვილი: პრემიერმა გააკეთა მთავარი აქცენტები, ისაუბრა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე – ლიდერებისთვის, რომლებმაც მოუსმინეს, გასაგებად იყო განმარტებული 

როცა კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან მეორე მხრივ ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და რუსეთის ფედერაციასთან ესკალაციის გზით წავიდეს“. – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ბეჟაშვილი: დასავლელი პარტნიორები, საქართველოს რუსეთის ორბიტაზე მოიაზრებს – საქართველოს მოხსენიება ბელორუსთან ერთად ხდება! ეს განგაშის საფუძველია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g