LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთმა დალოცოს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი“ – პარლამენტთან დაკავებული გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს

319
გრიგოლი

პარლამენტთან დაკავებული “ლელოს” წევრები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს. ამის შესახებ გროგოლ გეგელიმ სოცილურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით,  დაკავება სამართლებრივ საფუძვლებს იყო მოკლებული.

“მეგობრებო, მე თავისუფალი ვარ, მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ ჩვენი ქვეყანაა დამონებული და სანამ ასეა , ვერავინ იქნება თავისუფალი!

დღეს ჩვენი დაკავება აბსოლუტურად ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. ყველამ ნახა, რაც მას უძღოდა. ეს იყო უდანაშაულო, მშვიდობიანი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების აბსოლუტური შელახვა რაც, გპირდებით, ასე არ დარჩება.

ეს არის საბრალო, დაშინებული ავტოკრატების ქცევა, რასაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიულ ქართულ სახელმწიფოსთან, რომელიც აუცილებლად უნდა ავაშენოთ.

სანამ მე, გრიგოლ გეგელიას, ამ ქვეყნის პატრიოტს, კანონმორჩილ მოქალაქეს 5 პოლიციელი მაკავებს, თქვენს ირგვლივ ქუჩებში ფაშისტები ნაყინს ჭამენ და მზეს ეფიცხებიან. სწორედ ეს არის ჩვენი ქართული სახელმწიფოს მორალური და პოლიტიკური მკვლელობის პროცესი.

ღმერთმა დალოცოს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვინც ჩვენს სახელმწიფოს ემსახურება. ისინიც ამ სიტუაციის მსხვერპლი არიან. მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმისათვის, რომ მათი ენერგია საღი მიზნისთვის ბრძოლას მიემართოს.

როდესაც საღამოს სახლში მისული პოლიციელი თავის შვილს თვალებში ჩახედავს და თავისი დღის შრომით იამაყებს, მაშინ ჩვენც გვეცოდინება რომ შევქმენით სახელმწიფო”, – წერს გრიგოლ გეგელია “ფეისბუქზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები