LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს !!” – 14 წლის ლუკას დეიდის ემოციური პოსტი

3912
70919745-988701104804173-4278504188138225664-n

თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში ,სუიციდის შედეგად გარდაცვილი, 14 წლის ლუკას დეიდა , ლია ადამაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და საზოგადოებას მიმართავს.

“ასწავლეთ სიყვარული ასწავლეთ შვილებს!!

პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლათ ამოგძახებთ!!.

გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები,მეგობრები,ახლობლები,მტერი მოყვარე სიყვარულში ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!!.

ისწავლონ,რომ წაქეზებას,გახელებას,მითითებას,ბრძანებას,სიძულვილს, ბორეტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიყავთ ადამიანები!მოზაედები!მოხუცები!!!

ისწავლეთ და ასწავლეთ ერთმანეთს სიყვარული !!!!.

ღმერთმა დასწყევლოს ქმედება, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიას ანადგურებს !!”- წერს ლუკას დეიდა

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, სოფელ ჭოგნარში მომხდარი შემზარავი ტრაგედია ბავშვებს შორის დაპირისპირებამ და ბულინგმა გამოიწვია.როგორც არხს წყარო, მოზარდების დახურულ ჯგუფში მიმოწერაზე დაყრნობით უყვება, ლუკა თანატოლებს აფრთხილებდა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა.

ჩატში, რომელიც არხს მიაწოდეს, ლუკა წერს, რომ თუ მას ბოდიშს არ მოუხდიან თავს მოიკლავს, თუმცა მიმოწერიდან ვერ დგინდება რა გახდა მოზარდებს შორის კონფლიქტის მიზეზი.

უფრო მეტ დეტალს გაეცანით აქ- ,,მიდი ერთი გააკეთე თუ მაგარი ხარ“ – 14 წლის ლუკას თვითმკვლელობის სავარაუდო მიზეზი ბულინგი გახდა

14 წლის ბიჭი, საკუთარი სხლის ეზოში ჩამომხრჩვალი 3 დღის წინ იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცვხლის მოსპობამდე მიყვანს გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g