LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთო!!! რატო გვწირავ?! ასეთი გულის პატრონები არ უნდა მიდიოდნენ..“, „ჩემო ალალმართალო ბიჭო როგორ გადავიტანოთ ეს თავზარდამცემი ამბავი“ – ბიძინა კულუმბეგოვის ძმას, ავთო კულუმბეგოვს ახლობლები ემშვიდობებიან

2007
fot

ბიძინა კულუმბეგოვის ძმას, ავთო კულუმბეგოვს ახლობლები ემშვიდობებიან.

ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში თეა სანოძე და წერს:

„ღმერთო!!! რატო გვწირავ?! ასეთი გულის პატრონები არ უნდა მიდიოდნენ…..

როგორ გიყვარდა ეს ადგილები, რატომ ასე???“ – წერს თეა სანოძე და ავთო კულუმბეგოვის ფოტოებს აქვეყნებს.

ავთო კულუმბეგოვს ემშვიდობება, ავთოს მეგობრის დედაც.

„ჩემი საყვარელი ბავშვები, ორი საუკეთესო ძმაკაცი თაზო და ათული.მეხის გავარდნა იყო ჩემს ოჯახში 13 თებერვალი ორშაბათი დღე და დღეს ისევ ორშაბათს იგივე განმეორდა.რატომ გაგვიმეტეთ შვილებო რატომ არ შეიცოდეთ თქვენი დედები,როგორ შევეგუოთ უთქვენოდ არსებობას.გულის ნაწილი წაგვართვით.როგორი კარგები იყავით ერთმანეთი ძალიან გიყვარდათ. ათუ ჩემო ალალმართალო ბიჭო როგორ გადავიტანო კიდევ ეს თავზარდამცემი ამბავი. ყოველთვის ჩემს ფიქრში და გულში იქნები თაზოსთან ერთად.უფალს ებარებოდეთ ორივე ძმაკაცები.სული მეწვის,კიდევ ერთი გაუსაძლისი ტკივილი.მოუშუშებელი იარა რომელიც არასოდეს შეხორცდება.მიყვარხართ შვილებო,“ – მანანა გიორბელიძე.

„გზა აებნათ, უცბად ჩამობნელდა, საშინელი წვიმა დაიწყო…“ – ოკაცეს კანიონთან მომხდარი ტრაგედიის დეტალები, რომელსაც ბიძინა კულუმბეგოვის 35 წლის ძმა ემსხვერპლა

ხონში, კინჩხის კანიონთან დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ცნობილი ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ძმაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g