საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – ფედერაციის ცნობით, ტრაგიკულად გარდაიცვალა ჭადრაკის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, გიორგი გიორგაძის შვილიშვილი – მარიამ გიორგაძე.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის – მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო“, – წერია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
მედიასაშუალება „პრაიმ-ტაიმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ [მიმი] გიორგაძე გასულ ღამეს, ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და თანავუგრძნობთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, გიორგი გიორგაძეს, შვილიშვილის — მარიამის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო.
Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on ორშაბათი, 14 ივლისი, 2025