16 მარტს თბილისში მოკლული გიორგი ახალაია GAMA-ს მებრძოლი იყო.
ამის შესახებ GAMA წერს და მებრძოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებასა და გულისტკივილს გამოვთქვამთ ჩვენი ორგანიზაციის მებრძოლის, გიორგი ახალაიას გარდაცვალების გამო
გიორგი მუდამ იქნება GAMA-ს ისტორიის განუყოფელი ნაწილი,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისათვის, „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ყველა შესაბამისი მოქმედება ტარდება.