LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღვინის აღმართზე მოძრაობა გადაიკეტა – მოძრაობა შეზღუდულია სხვა ქუჩებზეც

82

ბარათაშვილის აღმართზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ერთი კვირით ღვინის აღმართზეც შეიზღუდა. აქამდე ავტომობილები ცალმხრივად მოძრაობდნენ, ახლა კი მთლიანად ჩაიკეტა.

დედაქალაქის მერიამ ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართის კაპიტალური რეაბილიტაცია ერთი თვის წინ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, 15 000 კვადრატულ მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა ტროტუარები, განახლდება გარე განათება, დამონტაჟდება ახალი მოაჯირები და დეკორატიული სანათები.

პროექტის განხორციელების მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 233 233 ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები კიდევ ორი თვე გაგრძელდება.

 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მასშტაბურია შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ქუჩაზე ორივე მხარეს მოეწყობა ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლები. სარეაბილიტაციო სამუშაოები კოსტავას ქუჩაზეც მიმდინარეობს. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პეკინის გამზირთან დამაკავშირებელ ჭაბუკიანისა და ბულაჩაურის ქუჩებს. მოეწყობა ველობილიკი, რომელიც ბულაჩაურის ქუჩით, პეკინის გამზირზე არსებულ ველობილიკს დაუკავშირდება.

ასევე დაიწყო გრიგოლ რობაქიძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები, საბურთალოს რაიონში კი სიმონ ჩიქოვანის ქუჩის განახლება.
სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ და კახეთის გზატკეცილზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები