LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია აბაშიძე – „ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი“

295
გია აბაშიძე ლაშა ბექაურზე

“მრავალგზის მრავალნაირი ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი“, – ასე აფასებს ექსპერტი გია აბაშიძე ლაშა ბექაურის განცხადებას.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის ლაშა ბექაური მიუხედავად, ორბელიანების სასახლეში კუთვნილი ჯილდოს მისაღებად მივიდა.

ლაშა ბექაური: სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი

„მრავალგზის მრავალნაირი ჩემპიონობის გარდა, ეს საამაყო ახალგაზრდა, ლაშა ბექაური არის ქართველი მამულიშვილი. უსამშობლო სალომე ზურაბიშვილისადმი პროტესტის მიუხედავად, მივიდა საპრეზიდენტო სასახლესთან, სხვა ღირსეულების მსგავსად, მიიღო კუთვნილი სახალხო ჯილდო და თქვა ბევრი ქართველის სათქმელი.
ლაშა ბექაური: მე სრულიად ვემიჯნები სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და ვფიქრობ, რომ ჩემს სამშობლოს უნდა ჰყავდეს უფრო ღირსეული, მართლმადიდებელი და ქართველი ხალხის ინტერესების გამტარებელი პრეზიდენტი.
მისი თქმით, ორდენი, რომლითაც დაჯილდოვდა, არის ქართველი ხალხისგან.
ლაშა, ღმერთმა გახაროს და წარმატებები არ მოგაკლოს შენ და ყველა ჩვენს წარჩინებულ თანამემამულეს!“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g