LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში…“

713
გია ბაღაშვილი

„კვირის პალიტრა“ აქვეყნებს ინტერვიუს მუსიკოს გია ბაღაშვილთან.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან.

მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა­, თუ გრჩებათ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის.

ჩემი შვილები ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ჩემს ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც უაღრესად­ დატვირთული ვარ, მაინც მაქვს საშუალება, ჩემი დროის უდიდესი ნაწილი მათ დავუთმო. ბედნიერი ვარ იმით, რომ მათთვის მამა საუკეთესო მეგობარი და დასაყრდენია.

რას უნდა ველოდოთ ახალს გია ბაღაშვილისაგან?

9 ოქტომბერს, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართება ჩემი ლექცია თემაზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტში წავიკითხე: “საქართველო ღვინისა და მრავალხმიანობის აკვანი”. დაგეგმილი მაქვს ლექციები ესპანეთში, საბერძნეთში, პოლონეთსა და ესტონეთში; ამასთან, გრძელდება ყოველდღიური მუშაობა სატელევიზიო გადაცემაზე “ჩვენი შოუ”; ინტენსიურად ვმუშაობთ ტრადიციად ქცეულ “იუმორინას” საახალწლო კონცერტზე. გარდა ამისა, ინტენსიურად ვმუშაობ ჩემს მონოგრაფიაზე, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის ესთეტიკის საკითხებს ეძღვნება.

„დახატული გოგონები“ – როგორ ერთობა გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად

გია ბაღაშვილი: „საზეიმო დღე გვაქვს! ჩემი მეოთხე გოგონა, ანასტასია ბაღაშვილი დღეს პირველად წავიდა სკოლაში!“

გია ბაღაშვილი შვილებთან ერთად მოგზაურობს: „ჩემი ნინი და ლიზა პირველად მყავდა რომში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები