„ალილოს“ წევრის, მომღერალ გია დავითიანის ექიმი მეუღლე, ეკა არჩვაძე ჟურნალ „სარკეს“ (17 სექტემბრის ნომერი) ესაუბრება. მან ახლახან დაბადების დღე აღნიშნა. ეკა ჟურნალის მკითხველს უმხელს, როგორია მისი ცხოვრება მომღერალ მეორე ნახევართან ერთად.
ეკა არჩვაძე:
არასდროს მივტირი ძველ წლებს. კმაყოფილი ვარ იმით, რა წლებიც გავიარე. ის წლები ყოველთვის მახსოვს და ყოველთვის მაბედნიერებს. ჩემთვის ძალიან ბედნიერი წლები იყო, როცა მე და ჩემი შვილები ხელიხელჩაკიდებულები დავდიოდით, ერთად ვმოგზაურობდით. ახლა ამის საშუალება აღარ არის, რადგან მათ თავიანთი ოჯახები შექმნეს და ასე ერთად სიარული აღარ გამოდის. ორი შვილიშვილი მყავს და ისინი ძალიან დიდ სტიმულს მაძლევენ.
ბატონი გიასგან როგორ კომპლიმენტებს იღებთ?
გია ისე გამომხედავს, ისეთი თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ამ მზერაში ყველაფერი ჩანს, უკვე ვხვდები, რას მეუბნება. თუ სადმე გავდივართ და მაკიაჟს ვიკეთებ, ასე მეტყვის, არა, არ გინდა, ეკუნა, არ გჭირდება, ისედაც ლამაზი ხარო. მე კი ვპასუხობ, ასაკში ვარ და საჭიროა-მეთქი. გია ხანდახან შემომხედავს და მეტყვის, ვაუ, რა ლამაზი ხარო.