ქვეყანაში მიმდინარე აქციებს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პროცესმა თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც შეიძინა.
„სამწუხაროდ, ამ პროცესებმა მნიშვნელოვანწილად თაობათა შორის კონფლიქტის განზომილებაც შეიძინა.
დაკარგული თაობის შეუმდგარი მამრები და მათგან „კუხნაში“ გამოკეტილი ქალები, „სიყვარულის“ სახელით, ცეცხლითა და მახვილით ცდილობენ უკეთესი, თავისუფალი მომავლის გზა ჩაუხერგონ საკუთარ შვილებს, რადგან იმათმაც იგივე ქაქში იცხოვრონ, რაშიც თვითონ არიან ყელამდე ჩაფლულები…“-წერს გია ხუხაშვილი.