LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მაისაშვილი: “მირეკავენ და მილოცავენ, რაც სამწუხაროდ, ნაადრევია…”

85

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, სოცქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია გია მაისაშვილის სრული გამოჯანმრთელების შესახებ ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ დაწერილი ნიუსი. თუმცა ბევრი არ დაკვირვებია, რომ ის ერთი წლის წინანდელი გახლდათ. მას შემდეგ პოლიტიკოსს ჯანმრთელობა გაუუარესდა და იძულებული შეიქნა, რომ სამკურნალოდ აშშ-ში გამგზავრებულიყო, სადაც აქამდე იმყოფება.

გია მაისაშვილმა სოცქსელში ამ თემაზე დიდი ყურადღების გამო სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ჩემო ძვირფასებო, რომელიღაც სააგენტომ, ალბათ კარგი განზრახვით გაავრცელა ერთი წლის წინანდელი ინფორმაცია ჩემი სრული გამოჯამრთელების შესახებ, გახარებული ადამიანები რეკავენ და მილოცავენ.რაც სამწუხაროდ ნაადრევია. იმედია საბოლოოდ ასეც იქნება.ახლა მკურნალობა ჰიუსტონში მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ რომ თუ დღევანდელი კარგი მდგომარეობა შენარჩუნდა იანვრის ბოლოს ჩამოვიდე და იგივე მკურნალობა თბილისში გავაგრძელო. ასევე დავუბრუნდე აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას იმ ხნის მანძილზე რაც დამრჩა. ამდენი კეთილის მსურველის შემყურე არ მემეტება ჯერ იმქვეყნად წასვლა, ჯერ არ მაქვს აქაური ამოცანა დასრულებული თორემ განა ყველა იმ ქვეყნის შვილები არ ვართ. მაგრამ აქ ამდენი საქმეა, ამდენი მოსაფერებელია, ოჯახი, შვილები, მეგობრები, სტუდენტები,თქვენ, თორემ შეუცვლელი არავინაა, მხოლოდ შვილებისთვის ხარ შეუცვლელი, განსაკუთრებით როცა ისინი ასე პატარები ,არიან. ამაზე არც მინდა საუბარი. სანამ ამ ქვეყნად ვართ ვეცადოთ იგი ცოტათი მაინც გავალამაზოთ. იცოცხლეთ დიდხანს ლამაზად!!!” – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ პოლიტიკოსს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები