„რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში, მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ 4 ოქტომბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრის დროს განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს გია ვოლსკი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის განცხადებას სამართალდამცავი ორგანოების მობილიზებასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება მობილიზაციას, სამართალდამცავები ყოველთვის არიან მობილიზებულები და რიგითიდან დაწყებული, ხელმძღვანელი პირებით დამთავრებული მოტივაცია ერთია, საქართველოს, ამდენი გამოწვევის წინაშე მდგარი პატარა ქვეყნის, დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად ითვალისწინებს იმას, რომ ადამიანებმა თავი დაცულად იგრძნონ. რასაკვირველია, მასობრივ შეკრებას არავინ ელოდება, მითუმეტეს ხაბეიშვილის დაძახილზე, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ამ სიმცირის და ნეგატიური მუხტის არაპოპულარობის პირობებში მცდელობა იქნება, რომ ექსტრემიზმი მაქსიმალურად მაღალ დონეზე იყოს აყვანილი.
ის, რომ სისხლისღვრა და ფიზიკური დაპირისპირება არის მიზანი, ეს უკვე ჩვენი მოგონილი არ არის, თავად ამბობენ და ზოგიერთი უცხოელი აქტორიც მოუწოდებს ამისაკენ”, – თქვა გია ვოლსკიმ.
