LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთს აქვს – ეს ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება“

139
გია ვოლსკი და სერგეი ლავროვი

„ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

აღნიშნულით ვოლსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების შეაფასა და თქვა, რომ ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება.

„რასაკვირველია, რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიული პოზიციების დაკავება უნდოდა და დაიკავა კიდეც, რასაც გინდათ, მოღალატეობრივი შეცდომა დავარქვათ და გინდათ, მიზანმიმართული, მავნებლური საქმიანობა. მან ცისფერი ჩაფხუტი მოიხადა, როდესაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს კონტროლის ქვეშ იყო და ხაკისფერი დაიხურა – ეს რუსეთია.

„ლავროვის განცხადება საქართველოს ხელისუფლების ფლირტზე პასუხია… ოდნავ ყურადღების ღირსად ჩათვალეს და საპასუხო ფლირტით უპასუხეს“ – ხვიჩია ლავროვის განცხადებაზე

ოკუპაცია ისე გააფორმეს, რომ ამ ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ ცნო. რასაკვირველია, მისი ინტერესი ამ ტერიტორიების და სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებაა. ის საფრთხეები, რაც მისგან მომდინარეობდა, კიდევ არ არის დავიწყებული.

ეს გარკვეულწილად რბილი ძალაა, მაგრამ ამას ჩვენი კუთხიდან, ჩვენი რაკურსით და გადმოსახედით უნდა შევხედოთ. ისე უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ჩვენ გვაწყობს. ლავროვი იმ ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს განცხადებას, რაც რუსეთის ფედერაციას აქვს – რბილი ძალით სამხრეთ კავკასიაში გარკვეული პოზიციები შეინარჩუნოს.

მით უმეტეს, ადრე თუ გვიან, იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები დიდ ძალებს შორის განხორციელდება. მისთვის მნიშვნელოვანი შუა დერეფანია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან სამხედრო შენაერთები გაიყვანოს.

კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე – „აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად – ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია“

„მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასეა თუ ისე, ყველა შემთხვევაში, პირველი ნაბიჯები გადასადგმელია. ეს განცხადება ნეგატიურად არ უნდა განვიხილოთ, რადგან ურთულესი პრობლემების მოგვარება ასე იწყება. მსოფლიოში ასეთი ფორმულის გარეშე გამოცდილება არ არსებობს, თუ არა სხვა გამოცდილება, რასაც ჰქვია შეიარაღებული ძალებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება – ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები