AT.ge-ს და არტარეას ერთობლივი პროექტის, ID-ს ფარგლებში, გარკვეული პერიოდის წინ კომპოზიტორი გია ყანჩელი ჩაწერეს. ინტერვიუ ამჟამად ძალიან პოპულარულია სოცქსელებში.
გთავაზობთ მის სრულ ვერსიას.
ერთ-ერთ საინტერესო ეპიზოდში კი ის საუბრობს იმის შესახებ, რომ არასდროს უღალატია საკუთარი პრინციპებისთვის.
„მახსოვს, ერთმა აშშ-ში მცხოვრებმა ერთმა ქალბატონმა მთხოვა, დამეწერა ნაწარმოები, რომელიც მისთვის უნდა მიმეძღვნა. იმ დროს ის ლონგ აილენდზე დიდებულ სახლში გადადიოდა, სადაც „სტენვეი“ გადაჰქონდა. მთავაზობდა 100 000 დოლარს. ამაზე არ წავედი. გავიდა რაღაც დრო და ნიუ იორკში ამ ქალბატონის სახლში გაჩნდა ხანძარი. იმ დროს მასთან ცხოვრობდა მაკა მიქაძისა და გოგი ალექსი-მესხიშვილის ქალიშვილი, ქეთუშა. ამ ქალმა ყველა გადაარჩინა და თვითონ დაიწვა. ამის შემდეგ შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება პროექტში, რომელსაც ერქვა „მილენიუმი“. ჩემთან ერთად მასში ოთხ კომპოზიტორს შესთავაზეს მონაწილეობა. მაშინ რაც მე დავწერე, მივუძღვენი ამ ქალბატონის ხსოვნას…“
