LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია – აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან

448
fot (5)

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია „აბსურდს” უწოდებს.

„სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს რაიმე სახით ეზღუდება ოთარ ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან მძიმე დანაშაულს სჩადიოდა.

საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის ზოგადად აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან”, – აცხადებს გიგა ბოკერია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

„პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე – თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”-პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები