სამოქალაქო აქტივისტი და მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„როდიდან ვპატიობთ ქართველები ვინმეს ქალის შეურაცხყოფას? როდიდან აღარ აწუხებს ქართველის ღირსებას ქალის ჩაგვრის ყურება? როდიდან გახდა ჟურნალისტი ქალი არადასაცავი ობიექტი და ირაკლი კობახიძე ღირსებაზე მაღლა მდგომი? როდიდან გავფარჩაკდით ასე? როდიდან გვეშინია ასე? ან როდემდე?“– წერს გიგა მაქარაშვილი „ფეისბუკზე.“
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გაღიზიანება უკრაინის უმაღლესი რადას, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, როცა „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კობახიძეს მამამისის შესაძლო КГБ-შნიკობაზე ჰკითხა.
