გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის სამძიმარზე მივიდა.
30 წლის გიგა ოთხოზორია ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს.
არჩილ ტატუნაშვილი კი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 22 თებერვალს დააკავა 2008 წლის ომში მონაწილეობისა და დივერსიის მოწყობის გეგმის ბრალდებით, რის შემდეგაც ცხინვალის ციხეში ცემით მოკლეს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ოჯახში ის 20 მარტს გადმოასვენეს. მას შაბათს დაკრძალავენ.