LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგანტური ობობა აუქციონზე რეკორდულ 32,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

230
89034698054

გიგანტური ობობა, რომელიც Sothebey’s აუქციონზე იყო გამოტანილი – ბრინჯაოს ქანდაკებას წარმოადგენს. CNN-ის ინფორმაციით, ლოტის მისაღებად ნამდვილი ბრძოლა გაიმართა და საბოლოო ჯამში ის რეკორდულ 32,8 მილიონ დოლარად უცნობმა კოლექციონერმა იყიდა.

ლუიზ ბურჟუას მიერ დამზადებული ქანდაკების სიმაღლე 3 მეტრია, სიგანე კი – 5,5 მეტრი. აღსანიშნავია, რომ ობობამ ვაჭრობის დროს ერთდროულად ორი რეკორდი დაამყარა, პირველი ის რომ ბურჟუას ქმნილებებს შორის ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდა და მეორე ბურჟუა ყველაზე ძვირადღირებულ მოქანდაკეც აქცია.

ხელოვანმა თითქმის მთელი სიცოცხლე ნიუ-იორკში გაატარა და ბევრი საინტერესო ინსტალაციის შექმნა მოასწრო. ის 98 წლის ასაკში გარდაიცვალა, მისი ქმნილებები კი სხვადასხვა მუზეუმებშია გადანაწილებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები