LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილის გზავნილი უკრაინელ ცოლს: „ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია…“

323
გიგი დედალამაზიშვილი ცოლთან ერთად

გიგი დედალამაზიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას და მის უკრაინელ მეუღლეს, მარინა კარპის შემუშავებული აქვთ პრინციპი, ისე არ დაიძინონ, სანამ კამათის მერე არ შერიგდებიან და ეს მუშაობს:

„მარინა ახლა უფრო მიყვარს, ვიდრე 15 წლის წინ… ჩვენი მთავარი ტაქტიკა ეს არის, არ დავიძინოთ ისე, თუ არ შევრიგდებით და ეს ძალიან ამართლებს.

ალბათ, თანაცხოვრებაში უფრო დამთმობი და გამგები გავხდით. უფრო კარგად ვიცნობთ და უფრო ვუფრთხილდებით ერთმანეთს. იმასაც ვხვდებით, რომ ეს დაუფიქრებლად მოხდა და არა იმის გამო, რომ ჩვენ შორის სიყვარული არ არის. დროთა განმავლობაში ერთ ორგანიზმად გადავიქეცით.

რას ეტყოდით საყვარელ ქალს?

ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს და მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g