LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი ძალიან ცოტა ადამიანში შედის, ვისთანაც ვფიქრობ, რომ შერცხვენილი ვარ – ჰქონდა თუ არა გუკა რჩეულიშვილს უგულავასთან მძაფრი საუბარი

31179
Untitled design - 2022-01-30T225216.930

პროდიუსერმა  გუკა რჩეულიშვილმა გიგი უგულავასთან მის ურთიერთობაზე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა. მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ლელა კილაძე გაიცნო და როდესაც ლელა იმ დროს გიგი უგულავას მეუღლე იყო.

„მტკვარზე მივედი, ლელა მის მეგობრებთან ერთად იყო და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ჩემთან ერთად იქნებოდა.

მაშინ მეც სხვა ცოლი მყავდა და ლელასაც სხვა ქმარი ჰყავდა. არ ვიცი, რატო ვიფიქრე ასე, ვიგრძენი.“ – ამბობს გუკა რჩეულიშვილი მათ პირველ შეხვედრაზე და დასძენს:

ეს ყველაფერი რთული იყო, იყო სიმძიმეები. ერთ ბრძენს უთქვამს,

„სიყვარული და ქორწინება შეიძლება შედგეს ბედნიერად, როცა მისი მონაწილეების ერთად ყოფნის წინააღმდეგია საზოგადოება. დანარჩენ ყველა შემთხვევაში ეს არის საზოგადოების შეკვეთა.

ჩემი ქმედებები სულ იყო საწინააღმდეგო საზოგადოების აზრთან და რაღაც პერიოდში მე ეს მომწონდა, დღეს სულ სხვა რაღაცები მომწონს“.

ნოე:

რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მტკვარზე პირველად ნახე და ჩაეხუტე, იმ მომენტამდე, როდესაც გააჟღერეთ რომ ერთად ხართ? 

გუკა:

წელიწადნახევარი.

დღემდე გაქვს თუ არა უხერხულობის მომენტი, რომელიც თუნდაც ამ ურთიერთობის საწყისში იყო?

არა, არანაირი.

გიგის შეხვედრიხარ სადმე?

კი, როგორ არა. 

ნორმალური ურთიერთობა გაქვს?

კი.

გიგისთან გქონდა მძაფრი საუბარი?

არა, მძაფრი საუბარი არ მქონია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ გიგი ძალიან ცოტა ადამიანში შედის, ვისთანაც ვფიქრობ, რომ შერცხვენილი ვარ. არასდროს გვიმეგობრია მანამდე. მაგრამ ვიცნობდი და რაღაც ურთიერთობა გვქონდა.

ადამიანურად ძალიან მაგარია, რომ ამის თქმა არ გიჭირს. 

როგორ შეუყვარდა ლელა კილაძეს გუკა რჩეულიშვილი და რას ამბობს წყვილი პერიოდზე, როდესაც გუკას ლელასთან მიახლოება აეკრძალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები